როგორც ცნობილია, სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესის სახლის აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამ დრომდე არ წყდება პერის სახლთან მისი ფანებისა და მეგობრების ნაკადი.
ამ დრომდე უცნობი რჩება მისი გარდაცვალების მიზეზი, თუმცა, შემთხვევის ადგილზე არ აღმოუჩენიათ არავითარი ნარკოტიკული საშუალება. გარდაცვლილს არ აღენიშნებოდა არავითარი ძალადობის კვალი.
სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ახლახან ინტერნეტსივრცეში მეთიუს უკანასკნელი ფოტოები გავრცელდა. ის პაპარაცებმა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ლოს-ანჯელესში გადაიღეს, პერი მარტო ესტუმრა კაფეს და ბურგერები მიირთვა.
„ის სრულიად მარტო იყო, მარტო ივახშმა“, – აცხადებენ თვითმხილველები.
გასულ წელს მსახიობმა გამოცემა people-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე პირველად ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ერთი კვირა კომაში იყო და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. მან კუჭ-ნაწლავზე 14 ოპერაცია გადაიტანა, და 15 სარეაბილიტაციო კურსიც ჩაიტარა. ეს მოხდა 5 წლის წინ, როდესაც მას მსხვილი ნაწლავი გაუსკდა და გადარჩენის შანსს სულ რაღაც 2% შეადგენდა.