LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის საოცრებაა” – სად შეხვდა რეზო გიგინეიშვილი ანჯელინა ჯოლის

820

გასულ უქმეებზე, კოლორადოს შტატში, ტელურიდის კინოფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი ანჯელინა ჯოლი იყო, რომელიც ფესტივალზე ექვსივე შვილთან ერთად ჩავიდა.

 

კინოფესტივალს სტუმრობდა რუსეთში მოღვაწე ქართველი წარმოშობოს რეჟისორი რეზო გიგინეიშვილიც, რომელიც ჯოლის პირადად შეხვდა. მან მსახიობთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა:

„მისასალმებელ საღამოზე. ის საოცრებაა“ – დააწერა მან ფოტოს.

At the welcome party hosted by the Academy. Она чудо. #hostages_film @kinonebo

A post shared by Rezo Gigineishvili (@rezofilm) on

შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე გიგინეიშვილი თავისი ახალი ფილმით  „ტყვეები“ იმყოფება, რაც შეეხება ჯოლის, მან თავისი ახალი ფილმი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ წარმოადგინა. ფილმი დიდ ეკრანებზე 15 სექტემბრიდან გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები