LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რომ სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებისგან არჩევნებში “ოცნებისთვის” ხმის მიცემას ითხოვენ, სიმართლე არ არის: ქადაგიშვილი

53
ირაკლი ქადაგიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებისგან არჩევნებში “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემას ითხოვენ, სიმართლე არ არის.

ქადაგიშვილი “ადამიანის უფლებათა ცენტრის” კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ორგანიზაციამ ცუდი როლი შეასრულა ქვეყანაში კრიზისის გაღვივების დროს, როცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩევნების შედეგების გაყალბების მიზანმიმართული პროპაგანდა ხდებოდა:

“ამ ორგანიზაციამ ცუდი როლი შეასრულა ქვეყანაში კრიზისის გაღვივების დროს, როცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩევნების შედეგების გაყალბების მიზანმიმართული პროპაგანდა ხდებოდა. მინდა ორი-სამი დირქტორის სახელი მაინც მითხრათ, ვინც ასეთ რამეს აცხადებს. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

შეიძლება იყოს ერთი ვინმე პოლიტიკურად ანგაჟირებული დირექტორი, რომელიც ასეთ განცხადებას ასობით დირექტორის სახელით აკეთებს. როდესაც ასეულობით დირექტორზე ლაპარაკობთ, ორი კონკრეტული ფაქტი მაინც უნდა გვქონდეს”, – ამბობს ქადაგიშვილი.

“უფლებამოსილების ვადის გასვლა, როგორც სკოლის დირექტორთა დასჯის მექანიზმი” – ამ სახელწოდებით ანგარიში წარადგინა “სამართლიანმა არჩევნებმაც”.

მასში აღნიშნულია, რომ ხშირად ხდება საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის იძულება და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების პოლიტიზება საქართველოში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები