LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რომ საქართველოდან რუსეთში Coca-Cola გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება“ – თემურ ჭყონიას განმარტება

547
BeFunky-collage - 2023-07-23T233340.232

ჩვენ მიერ გამოშვებული Coca-Cola-ს მოხვედრა რუსეთის დახლზე, შესაძლებელია, – ამის შესახებ Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია BMGtv-სთან ინტერვიუში აცხადებს.

თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს რაიმე სახის ბიზნეს ურთიერთობას ამ ქვეყანასთან.

„ჩვენ მიერ გამოშვებული Coca-Cola -ს მოხვედრა რუსეთის დახლზე, შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური „კოკა-კოლა“ არსებობს, არაბული, ირანული…მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა…

თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე ანუ ეს არ არის ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა, ემოცია, რაც დროებითი ფაქტორებია, ამიტომ არ ვიძახი რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში Coca-Cola გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და სხვათა შორის არც არავის მოუმართავს ჩვენთვის ოფიციალურად“, – ამბობს ჭყონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები