იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” ავრცელებს 9 წლის ნიკოლოზის გადარჩენის საკმაოდ ემოციურ ამბავს. საქმე ისაა, რომ პაციენტს სიმსივნე ამოკვეთეს. როგორც ექიმები ამბობენ, კლინიკაში შემოსვლისას ნიკოლოზს კოვიდი არ ჰქონდა, თუმცა მეორე დილას, კოვიდდადებითი აღმოჩნდა, როგორც მისი, ასევე მშობლის პასუხი, რის გამოც პატარა პაციენტი აბსოლუტურად მარტო დარჩა.
ექიმებს მშობლებისგან ოპერაციის თანხმობაზე მხოლოდ სატელეფონო კავშირის შედეგად მოპოვებული თანხმობა ჰქონდათ, რაც დამატებითი პასუხისმგებლობა და წყნეხი აღმოჩნდა მედიკოსებისთვის. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
“ის, რომ ბავშვს ვირუსი სჭირდა, შიშის ან ოპერაციის გადადების, არანაირი ემოცია არ მქონდა. არც მიკვირს”
“ძალიან რთულია, როდესაც ხარ 9 წლის ბავშვი, იაზრებს, რომ დედა, მამა არ მოსულა და ექიმი კი პასუხისმგებელი ხარ, როგორც პაციენტზე, ასევე იმაზე, რომ იმ მდგომარეობაში მაინც დახვდეს მშობელს პაციენტი, როგორც დატოვა კლინიკაში”- ამბობენ სიუჟეტში ექიმები.