LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც არ იცით: კატარი – სამოთხე დედამიწაზე?

305
დოჰას

2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო  ჩემპიონატი 20 ნოემბერს კატარში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნის დასახელება ბევრმა არასწორად ვიცოდით.

სოციალურ ქსელში ცხარე კამათიც კი გაიმართა – რომელი იყო სწორი ფორმა, როგორ უნდა გვეთქვა – ყატარი თუ კატარი.

 

 

საქმე ისაა, რომ არაბულად მოსაუბრე ადამიანისგან ბოლომდე ვერც ერთ ბგერას ვერ გაიგებთ.

ქართულ ენაში არ არსებობს ზუსტი ეკვივალენტი არაბული ანბანის 21-ე ასო-ბგერის.

ق(კაჶ), რომლითაც იწყება მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის არაბული სახელწოდება: გამოითქმება შუაში სადღაც, -სა და ყ-ს შორის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ენის დეპარტამენტმა:

„არაბული ენის ბგერა ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ სწორია კატარი და არა – ყატარი“, – აღნიშნავს ენის დეპარტამენტი.

ენის დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კატარი 1971 წელს შექმნილი სახელმწიფოა და სხვა სახით ქართულ ენაში ვერ დამკვიდრდდებოდა.

თუმცა ზუსტი სახელწოდების გარდა ამ ქვეყნის შესახებ ბევრი რამე უნდა ვიცოდეთ.

მაგალითად ის, რომ ქვეყანაში არ იხდიან გადასახადებს. დიახ, არ მოგესმათ. დენი, წყალი და გაზი უფასოა.

ასევე, უფასოა მედიცინა და განათლება.

უფასო დენი, წყალი და გაზი, უფასო მედიცინა და განათლება.

ძნელად დასაჯერებელია ჩვენს პლანეტაზე თუ არსებობს ქვეყნები, სადაც ნავთობისა და გაზის წარმოების სარგებელი ქვეყნის ყველა ადამიანზე იყოფა.

არავისთვის დასამალი არაა, რომ სხვა ქვეყნებში, ოლიგარქები იყოფენ ნავთობისა და გაზის შემოსავლებს.

კატარში მხოლოდ ჯიპი და საკოლექციო მანქანები გვხვდება, ბენზინის ფასი კი მხოლოდ  0.25 დოლარია.

 

 

ქვეყანაში უამრავი მანქანა მოძრაობს, ავტობუსს და მეტროს იქ ვერ ნახავთ, მხოლოდ ტაქსებით გადაადგილდებიან.

კატარის მოქალაქეები სახელმწიფოსგან თვეში სუბსიდიას 91, 000 დოლარს იღებენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ კატარში არ დაიბადე, ამ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება შეუძლებელია.

შეიძლება ითქვას, რომ კატარი სამოთხეა დედამიწაზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები