“ის ხელმოცარულები “ნაციონალური მოძრაობიდან”, რომლებიც დღეს საზოგადოებას ეპატიჟებიან – ისევ დარჩებიან ხელმოცარულად, როგორც აქამდე არაერთი აქცია გვინახავს”,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელზეც ხელისუფლებასთან ერთად ის ხალხიც იმუშავებს, “ვინც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს”.
“მე დარწმუნებული ვარ ევროკომისია ჩვენ მოგვანიჭებს ამ სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან ეს გაკეთებული იქნება თავიდან ბოლომდე. ჩვენ ისედაც, ევროპასთან და ბრიუსელთან გვქონდა მემორანდუმი, სადაც აღბეჭდილი იყო გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 70%, ისედაც პროცესში ვართ, ამას ისედაც ვასრულებდით. აქედან გამომდინარე, ის ხელმოცარულები “ნაციონალური მოძრაობიდან” , რომლებიც დღეს საზოგადოებას ეპატიჟებიან – ისევ დარჩებიან ხელმოცარულად, როგორც აქამდე არაერთი აქცია გვინახავს,” – განაცხადა ზარქუამ.