ახალ ინტერვიუში, შაკირამ ბიონსეს შესახებ ისაუბრა და მას დედოფალი უწოდა. კოლუმბიელი მომღერლის თქმით, ის, რასაც მისი ამერიკელი კოლეგა აკეთებს და ქმნის დიდებულია.
“ის დედოფალია. რასაც ის აკეთებს უმცირესობებისთვის აშშ-ში და მთელ მსოფლიოში, რაც მან გააკეთა და აკეთებს ფერადკანიანი ქალებისთვის და ზოგადად ქალებისთვის, წარმოუდგენელია. მიზანი, რომელიც მის ცხოვრებასა და მუსიკას აქვს, უდავოა და ის დიადია,” – აღნიშნა 47 წლის არტისტმა.
![](https://fortuna.ge/app/uploads/2024/04/436096234-18274216660200749-2574445268393810595-n-2024-04-10_17-53-58_989166-1018x1024.jpg)
შეგახსენებთ, რომ შაკირამ 2007 წელს ბიონსესთან დუეტზე – Beautiful Liar ითანამშრომლა.