საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მარიამობის დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიულოცა. ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქი ჩვენ გვასწავლის მოწიწებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ.
„ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღევანდელი დღე, ვინაიდან მის მრავალ დამსახურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია, რომ ის ჩვენ გვასწავლის მოწიწებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღმერთმა გააძლიეროს იგი, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს სანუკვარი სიტყვები – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ, ყოველთვის იყოს ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს სულსა და გონებაში ყოველთვის ჟღერდეს ეს ლოცვა“, – განაცხადა მეუფე შიომ.