LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ავსტრიელები, რომლებიც ბავშვს ან ნათესავს უვლიან, სამსახურში დისკრიმინაციისგან დაცულები იქნებიან

123
istockphoto-528290460-612x612-1

ავსტრიაში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც დამატებითი დასვენების დღეების აღება უწევთ, რათა ავადმყოფ ბავშვს ან ნათესავს მოუარონ, დამატებით დაცვას მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ თუკი მათ ცუდად მოექცევიან, მაგალითად, სამსახურიდან წასვლას მოსთხოვენ, ისინი შეძლებენ სასამართლოს მიმართონ დასახმარებლად და კომპენსაცია მოითხოვონ. სიახლის შესახებ ICLG წერს.

წარსულში დასაქმებულებს ასეთი დაცვის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, როცა დისკრიმინაცია მათ სქესს უკავშირდებოდა. კანონმდებელთა აზრით, ასეთი მიდგომა გენდერულ როლებს აძლიერებს: მაგალითად, ავადმყოფის მოვლის ვალდებულებას ქალს აკისრებს.

ამიერიდან დისკრიმინაციისგან ყველა თანამშრომელი იქნება დაცული. ასე რომ მამაკაცებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ზეწოლის შემთხვევაში მათ უფლებებსაც დაიცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები