ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.
“ვუსურვოთ მიშას თავისუფლება, დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად. ოდესღაც მან 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, იმიტომ, რომ მეტს არაფერს იმსახურებთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.