LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის არ ანადგურებს ჯანმრთელ უჯრედებს“ – ბრიტანეთში კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ქიმიოთერაპიის ნაცვლად „კეთილი“ წამლით მკურნალობენ 

195
ing (6)

კიბოს სამკურნალო მედიკამენტი, ქიმიოთერაპიის ნაცვლად – დიდ ბრიტანეთში სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობა ე.წ. „კეთილი“ წამლით დაიწყეს.

პრეპარატის სახელწოდება ბლინათუმომაბია და ის უკვე ლიცენზირებულია მოზრდილების სამკურნალოდ.

მედიკოსების განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი ქიმიოთერაპიასთან შედარებით გაცილებით ნაკლებად მძიმე და ტოქსიკურია, ამასთან, პრეპარატი იმუნურ სისტემას ეხმარება, რათა იპოვოს კიბოს უჯრედები და ისინი გაანადგუროს. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით კი, ის არ ანადგურებს ჯანმრთელ უჯრედებს.

BBC წერს ერთ-ერთი პირველი მოზარდის, 11 წლის არტურის შესახებ, რომელმაც აღნიშნული ბლინათუმომაბით მკურნალობა დაიწყო. არტური ლეიკემიას ებრძოდა და ქიმიოთერაპიის ნაცვლად, მას ამ მედიკამენტის საშუალებით, შესაძლებლობა ჰქონდა, სახლის პირობებში ემკურნალა.

„არტურისთვის ბლინათუმომაბი იყო მისი ერთადერთი რეალური ვარიანტი მას შემდეგ, რაც ქიმიოთერაპიამ სიმსივნე სრულად ვერ განკურნა და ის კვლავ სისუსტეს ებრძოდა. არტური დაბრუნდა სკოლაში და ისევ მისდევს ჰობს“, – წერს გამოცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები