უკრაინის ქალაქ ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა იქნება და მემორიალური სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ გიგა მაქარაშვილი წერს.
“ვეღარ ძლებს გული, უნდა გითხრათ.
ირპენის მერია დაგვთანხმდა! ქალაქში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაჩნდება და ამ ქუჩაზე ჩვენ კოხტა მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ. მალე პროექტიც გამზადდება და ჩვენებურად, გემრიელად მივხედოთ საქმეს.
რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”, – წერს მაქარაშვილი და ქუჩის მისამართის აბრის ფოტოსაც აქვეყნებს.