ირმა სოხაძე ჟურნალ „გზასთან“ თავის მოვლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველას ურჩევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ფეხით სიარულს, მეტ ფიქრსა და პოზიტიურობას ამ დაზაფრულ დროს.
„ხანდახან სახის მასაჟს, ჩვეულებრივ ნიღბებს ვიკეთებ, სახის კრემებს ვიტამინებს ვამატებ. ძვირფასი ბრენდის კრემი ცხოვრებაში არ შემიძენია. ერთი-ორჯერ მაჩუქეს, მაგრამ გავაჩუქე, რადგან სახის კანი დამიჭკნო. ორ თვეში ერთხელ შეიძლება, ჩემს საყვარელ სტილისტთან დათუნასთან ჩვეულებრივ სალონში წავიდა და თმა შევასწორებინო, თორემ შეღებვით თავად ვიღებავ, – ამბობს მომღერალი და დასძენს: „25-35 წლის ასაკში ყველა ყოჩაღი, ლამაზი, მოქნილი და მოძრავია, ამიტომ სწორად უნდა „გამოიზოგო“ ჯანმრთელობა..“