LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ხეცურიანმა კარდიფის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

151
Untitled design (12)

უელსის ქალაქ კარდიფში სტარტი აიღო ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ. ტურნირის პირველ დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

კარდიფში საქართველოს ნაკრების წევრები, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ასპარეზობენ.

ირმა ხეცურიანის მედალი მიმდინარე წელს პირველია პარალიმპიური კომიტეტისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელი სარეკორდო იყო პარალიმპიური კომიტეტისთვის – მათ ანგარიშზე 120 მედალი გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები