LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ხეცურიანი: „განქორწინების გადაწყვეტილება მე მივიღე… აღარ იყო ის გრძნობა… ყველაფერი გაუფერულდა…“

493
irmaxecuriani201217

პარაოლიმპიელი მოფარიკავე, ირმა ხეცურიანი შორენა ბეგაშვილის გადაცემაში თავის პირად ცხოვრებაზე და წარუმატებელ ქორწინებაზე ალაპარაკდა, რომელიც განქორწინებით საკუთარი სურვილით დაასრულა.

„რამდენიმე წარუმატებელი პირადი ურთიერთობის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ის მომენტი, როცა მეგონა, დარწმუნებული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ მიყვარდა. იმ მომენტში ნამდვილად მქონდა ეს გრძნობა. ბევრი ვერ ვიფიქრე და დავთანხმდი შემოთავაზებას, რვა თვე გრძელდებოდა ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა, შემდეგ დაგვირგვინდა ოჯახით. სამი წელი ვცხოვრობდით ერთად. სამწუხაროდ… ძალიან სელებრითის ნათქვამი გამომივა, მაგრამ კარიერის შემდეგ პირადი ცხოვრება ხშირად არ ეწყობა ხოლმე, ჩემს ცხოვრებაში დადგა ის მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ სამი წელი მარტო მოვდიოდი და არ მქონდა სისავსე, სულიერი მხარე, რაც მჭირდებოდა. მიჭირს ლაპარაკი, რადგან არცთუ ისე ძველი ამბავია, მაგრამ გადავლახე. ძალიან მარტივად ვუშვებ ადამიანებს, როცა ვხვდები, რომ დროა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ბედნიერი წუთებისთვის, რაც გვქონდა. მე თვითონ მივიღე დაშორების გადაწყვეტილება. მივხვდი, რომ აღარ იყო ის გრძნობა, რასაც ამდენი ხანი ვებღაუჭებოდი. ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა. არ ყოფილა ღალატი და მსგავსი, მაგრამ იყო სიცარიელე, გრძნობის, პატივისცემის არქონა იყო, ყველაფერი გაუფერულდა… რომ მივიღე გადაწყვეტილება, ეს დიდი პლუსია… არ ვეძებ დიდ სიყვარულს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ თვითონ მოვა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები