LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი: „ხატის გატანა არ მოხდება, ტაძარში დარჩება – როგორც მეუბნებიან, შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება“

186
ირმა ინაშვილი და სტალინი

„ვემორჩილებით პატრიარქის რჩევას – არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი ტაძრიდან გავიდეს, ხატი ტაძარში დარჩება!“ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

საპატრიარქო: „მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამების ტაძრისთვის შეწირულ ხატში კანონიკა დარღვეული არაა, ე.წ. სტალინის ეპიზოდს ხატში მაინც შეცვლიან.

„ჩვენ ვართ მაზიარებლები და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პატრიარქის რჩევა.

როგორც მე ვიცი, ეს განცხადება იყო პატრიარქთან შეთანხმებული და იმის მიუხედავად, რომ პირადად ამ განცხადებამ სულ არ გამახარა და სხვაგვარად გადავწყვეტდი ამ საკითხს, ჩვენ ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას.

ტექნიკურად ეს როგორ განხორციელდება ამაზე საუბარი არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვარ პროფესიონალი. გავივლით კონსულტაციას პროფესიონალებთან და ჩამოვყალიბდებით.

„საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ – ირმა ინაშვილი

მიმაჩნია, რომ ამ ხატზე არ იყო კანონიკა დარღვეული. ამის შესახებ არაერთი პროფესიონალის განმარტება მაქვს პირადად მე მიღებული.

საპატრიარქოს განცხადებასაც დააკვირდით, იქ მკაფიოდ წერია ვისი გამოსახვის უფლება აქვს ხატმწერს ანუ სპეციალისტების განმარტება, ვისთანაც მე მქონდა კონსულტაცია არის ის, რომ აქ არ არის დარღვეული კანონიკა.

„არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“ – სამების იღუმენი 

მე არ შევცვლიდი ამას, მაგრამ ვინაიდან არის ასეთი რჩევა, ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას და ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვირჩევს პატრიარქი.

არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი გავიდეს ტაძრიდან, დარჩება ხატი ტაძარში. როგორც მეუბნებიან, შეიძლება ადგილზე ამისი გაკეთება. ვადებს ვერ გეტყვით“. – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ირმა ინაშვილმა.

სრული გაუნათლებლობის ზეიმია – სინამდვილეში არა სტალინის, არამედ წმინდა მატრონას ხატია“ – ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული, სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები