LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი კაცური კაცია, უცხოელის წინაშე “სიფარჩაკე” სირცხვილია – ლევან ვასაძე

260
page 789

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ამჯერად ირმა ინაშვილს აქებს, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დევიდ კრამერს დაუპირისპირდა. 

საერთაშორისო სკანდალი: ინაშვილმა უცხოელი სტუმარი ქართულად გალანძღა [ვიდეო]

ინაშვილმა მას ქართულად მიმართა, რომ „ამდენი ტყუილის გამო, პასუხს აგებდა“.

„მერილ სტრიპისა და დასტინ ჰოფმანის საოჯახო დრამა, „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დაშორებისა და ერთადერთი შვილის ვერგაყოფის გამო სასამართლო პროცესით, მახსენდებოდა, როცა ვუცქერდი ირმა ინაშვილზე გაწეულ კრამერს.

აქაც „კრამერ პროწივ კრამერა“ გამოვიდა, რადგან ამ მეათეხარისხოვანმა ნაჩინოვნიკარმა მხოლოდ თავის თავსა და სამწუხაროდ, თავისივე ქვეყნის იმიჯს დაუშავა საქართველოში, თავისი უმსგავსო საქციელით

მეთიუ ბრაიზა ინაშვილზე: ჩემს ქვეყანაში ის ციხეში მოხვდებოდა

"ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა"

იქ დამსწრე ქართველი მამაკაცების, თუ „ნაც-ქოცების“ საქციელი ნამდვილად მინდა, ცოტა განვიხილო”, – ამბობს ვასაძე. 

ბიზნესმენის თქმით, მისმა უცხოელმა ნაცნობებმა კითხვაც კი დაუსვეს, ქართველებს რა სჭირთ და რა დაემართათ.

ქართველმა ებრაელმა მეგობარმა, ისრაელში ვინმე ჩვენს დეპუტატს რომ ვინმე უცხოელმა ასეთი რამე აკადროს, პანღურებით გამოვაგდებთო. არაბმა შემახსენა, როგორ ესროლეს თვით ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს თავში ფეხსაცმელი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის და როგორ ჩაჯდა სიამოვნებით ამის მაქნისი არაბი ჟურნალისტი ციხეში, როგორ გახდა ის ეროვნული გმირი ერაყში და როგორ დაუდგეს ამის გამო მშობლიურ ქალაქში ძეგლი.

ფრანგმა მეგობარმა თავზე ხელშემორტყმული ადამიანის „სტიკერები“ გამომიგზავნა ტელეფონით, იგივე ქნა ინგლისელმა ლორდმა მეგობარმა, რუსმა მეგობარმა კი მკითხა, კაცები აღარ დაგრჩათ პოლიტიკურ პარტიებშიო?

მე მგონი, ნებისმიერი უცხოელის წინაშე ჩვენი მონობა და სიფარჩაკე სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა, რა სირცხვილია. 

იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე უსირცხვილო ხალხის მიერ ინსპირირებულ უვადო აქციას „სირცხვილია“ ჰქვია. ეს კი ნამდვილად სირცხვილია. ყველაფერი ყირაზე გვიდგას“, – აცხადებს ბიზნესმენი.

„იმ საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ცოტა ხანს ელოდა, იქნებ გამომესარჩლონო და მერე თვითონვე მოიშორა. ეს იყო საოცრად სიმბოლური გამოვლინება ამ მონების ფსიქოლოგიისა, რომლებიც ჩვენ გვეძახიან მონებს და გაგრძელება იმ ცირკის სერიალისა, სადაც უკვე მოწიფული ასაკის ქართველმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დიდხანს უთმინა უკიდურესი პირდაპირი შეურაცხყოფა მასზე მიმხდარ ჯეელებს და მერე მთელი მათი დაფშტვენილი ახალგაზრდობა გაბერტყა მარტოდ მარტო“, – აღნიშნა ვასაძემ.

ის ამ ყველაფერში მხოლოდ “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს.

https://www.facebook.com/wcf10/videos/2493693840677373/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები