LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიელმა მოგზაურმა მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიარა

11

33 წლის ჯონი ვორდმა მოგზაურობა 10 წლის წინ დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დაამთავრა. უკანასკნელი, 197-ე ქვეყანა ნორვეგია იყო და ჯონიმ საბოლოო დანიშნულებად ის სპეციალურად შეარჩია, რადგან იქიდან სამშობლოში დაბრუნება განსაკუთრებით გაუადვილდებოდა. „BBC News”-ის ინფორმაციით, ვორდმა ამ წლების განმავლობაში ბევრი რთული დღეც გადაიტანა, ის აფრიკაში ორჯერ დააპატიმრეს, ანგოლაში კი მის თვალწინ ადამიანი დახვრიტეს.

აღსანიშნავია, რომ მთელი მოგზაურობის განმავლობაში ირლანდიელი სამოგზაურო ბლოგს აწარმოებდა და მისი შემოსავლის მთავარი წყაროც სწორედ ეს იყო. მან 10 წელიწადში 1,5 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. ვორდი ცოტა ხნის წინ გინესის წიგნის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა და აღმოჩნდა, რომ ის ერთადერთი ირლანდიელია, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოვლა შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები