LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიელმა მამაკაცმა მოგზაურობით 1,5 მილიონი ევრო იშოვა

46

ირლანდიელმა მამაკაცმა მოგზაურობით 1,5 მილიონი ევრო იშოვა. ჯონი უარდი ღარიბ ოჯახში დაიბადა, ამიტომ მსოფლიოს მოვლაზე ვერც კი იოცნებებდა. 30 წლის ასაკში კი გადაწყვიტა, რომ ყველაფერი მიეტოვებინა და სამოგზაუროდ წასულიყო, თან საყვარელი საქმე ეკეთებინა – ბლოგები ეწერა. ის ქვეყნიდან ქვეყანაში დადიოდა, შემდეგ კი თავის შთაბეჭდილებებს სხვებს უზიარებდა. ჯონი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ბლოგი სულ მალე ძალიან პოპულარული გახდებოდა და 6 თვის შემდეგ პირველი რეკლამის შეკვეთასაც მიიღებდა. მას დღემდე ახსოვს, რომ მაშინ ფილიპინებზე იმყოფებოდა და პირველი ჰონორარი მხოლოდ 100 დოლარს შეადგენდა. ამის შემდეგ ირლანდიელმა ბლოგერობა კიდევ უფრო სერიოზულად დაიწყო და სულ მალე პირველი მილიონიც გამოიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები