LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიელ გულშემატკივრებს პარიზის მედალი მისცეს

86

პარიზის მერმა ირლანდიისა და ჩრდილო ირლანდიის გულშემატკივრებს ქალაქის მედალი გადასცა.
ორი ძმური ქვეყნის ხალხი სამაგალითო მოქცევისთვის გამოარჩიეს.
ცერემონია მარსის ველზე მდებარე ფან-ზონაში გაიმართა.

”სწორედ ასეთი გულშემატკივრები ქმნიან სადღესასწაულო ატმოსფეროს. პარიზმა ისწავლა ირლანდიელი ფანების სიმღერები. გარდა ამისა, ირლანდიელი ქომაგები ძალიან მეგობრულები იყვნენ პოლიციელების მიმართ”, – თქვა პარიზის მერმა ან იდალგომ.

ეს ჯილდო – ქალაქის წინაშე დამსახურებების ერთ-ერთი ფორმაა. ის 1911 წელს დაარსდა.
ამ მედლით ორი სპორტსმენია დაჯილდოებული: რაფაელ ნადალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები