LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდია 92 ათას დოლარს გადაუხდის მათ, ვინც მზადაა ულამაზეს კუნძულზე დასახლდეს

127
24689291_G

ვისაც სურს, რომ ქალაქის ქაოსს მოშორდეს და ცხოვრება ულამაზეს კუნძულზე, სრულ სიმშვიდეში დაიწყოს – ირლანდია მშვენიერი შემოთავაზებით ელის. ქვეყანას სურს, რომ 20-მდე თვალისმომჭრელი სილამაზის კუნძული გააცოცხლოს და ამისთვის საკმაოდ სოლიდური გრანტიც აქვს გამოყოფილი.

გამოცემა Erie News Now-ს ინფორმაციით, თითოეული ახალი მოსახლე მიიღებს 92 ათას დოლარს, რომელიც ძველი სახლების შეკეთებას უნდა მოახმაროს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს საცხოვრებლად.

საინტერესოა, რომ ირლანდიას არანაირი შეზღუდვა არ დაუსახელებია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება გახდეს ქონების მფლობელი. ამიტომ, უნიკალური შესაძლებლობის გამოყენება ყველას შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები