ამ დღეებში, ირინა შეიკმა და სტელა მაქსველმა სადღესასწაულო ლუქის ორი განსხვავებული ვერსია მოირგეს. გოგონები პარიზში, ფრანგული ტანსაცმლის ბრენდის, The Kooples წინა საახალწლო წვეულებას დაესწრნენ.
საღამოსთვის, ,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზებმა ლეიბლის სამოსი იმ მოტივით მოირგეს, რომ ისინი ბრენდის ამბასადორები არიან. ბრედლი კუპერის მეუღლემ ღრმად დეკლტირებული კაბა ჩაიცვა, ბელგიელმა მოდელმა კი არჩევანი შავი ტყავის შორტსა და ბრჭყვიალა ბლეიზერზე შეაჩერა.
View this post on Instagram
Tell me how’s it feel sittin up there @stellamaxwell ❤❤
A post shared by irinashayk (@irinashayk) on
საინტერესოა, რომ ღონისძიებისთვის მზადების პროცესი ,,ინსტაგრამზე” გააზიარა ერთი შვილის დედამ. ფოტოზე, შეიკი ,,ინტიმისიმის” თეთრეულში პოზირებს და იდეალური სხეულის დემონსტრირებას ახდენს.