LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი Intimissimi-ის ახალი სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღეს (ფოტო)

55

ირინა შეიკი Intimissimi-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში მოხვდა, 32 წლის სუპერმოდელი რეკლამას ქალის შიდა თეთრეულს უწევს, რომელიც იტალიური ბრენდისა და Cashmere-ის ერთობლივი ხაზის Ultralight ნაწილია. კოლექცია სხვადასხვა ფერის გრძელ და მოკლე მკალიან მაისურებს, ბოდეებსა და ტოპებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ირინამ, რომელიც გასული წლის მარტში, ქალიშვილის დედა გახდა, უპირატესობა ბუნებრივ სილამაზეს მიანიჭა და ფოტოგრაფ, როუენ პეიპიერის ობიექტივისთვის მსუბუქი მაკიაჟით იპოზიორა.

შეიკის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში. სოციალური ქსელის მომხმარებლებიაღნიშნავენ, რომ ბრედლი კუპერის მეუღლე შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები