ირინა ონაშვილი ჟურნალ „სარკეს“ საერთაშორისო ავტოშეჯიბრებაში მოპოვებულ გამარჯვებასა და ბრინჯაოს მედალზე ესაუბრება.
ლამაზმანი აღნიშნავს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ ასაკში ავტოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვებდა:
„ავტოსპორტი ძალიან აზარტულია. ჩემს თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ მე ეს შემიძლია. ბევრისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი მონაწილეობა, რომ ეგონათ, სხვა ირინა ონაშვილი იყო. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ მე ვიყავი, მერე იმას ამბობდნენ, საჭესთან არ იჯდა, მევლუდს გვერდით ეჯდა და ეხმარებოდაო. მოკლედ, ბევრს არ სჯეროდა, რომ მე გავხდი ჩემპიონი. ეს ჩემთვისაც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ შეუძლებელი არაფერია ცხოვრებაში…
ვინმეს რომ ეთქვა, 37 წლის ასაკში ავტოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვებო, ძალიან გამეცინებოდა…“