LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია: თინა ბოკუჩავა

109
თინა-ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას ეხმიანება. მისი განცხადებით, “ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული”.

მისივე განცხადებით, სწორედ ამ პოლარიზაციაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები და ამ პოლარიზაციის დასასრულებლად მოგვიწოდებენ, რომ მოხდეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

„ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული. პრაქტიკულად ნახევარზეა გახლეჩილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ ამგვარ კვლევაში საკუთარ დამოკიდებულებას ყველა გულწრფელად ვერ გამოხატავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კვლევა მაინც აჩვენებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული. სწორედ ამ პოლარიზაციაზე საუბრობენ მათ შორის ჩვენი პარტნიორები და ამ პოლარიზაციის დასასრულებლად მოგვიწოდებენ, მათ შორის, რომ მოხდეს შეთანხმება, მაგრამ შეთანხმება მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ შედგება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს, რომ როგორც მინიმუმ უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები, რათა შემდგომ შევძლოთ სხვა საკითხებზე საუბარი, როგორიც არის ვადამდელი არჩევნების თარიღის დანიშვნა, სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარება იქნება ეს, თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში, რათა ნებისმიერი მომავალი არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”

IRI-ის კვლევა დღეს რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ: სალომე სამადაშვილი

რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ხმების გაყოფა დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც მისი ჩატარება უფრო გააღრმავებს: ვოლსკი IRI-ის კვლევაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები