LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ის კვლევა გვიჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა: რომან გოცირიძე

91
რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ “საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა”.

მისივე განცხადებით, კვლევის მიხედვით, “ოპოზიციის ჯამური პროცენტი გაცილებით მეტია, ვიდრე “ქართული ოცნების”, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საპროტესტო მოძრაობის მართებულობას, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს”.

გოცირიძე განმარტავს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის და რიგგარეშე არევნების გარეშე, ძალაუფლების უზურპაციის დაძლევა შეუძლებელია, რაც კვლევამაც დაადასტურა.

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

“სურათი არის ნათელი – დღეს „ქართული ოცნება” და მისი ერთი სატელიტი არის აბსოლუტურ უმცირესობაში, ვიდრე ოპოზიციური პარტიები ერთად. ეს კვლევა გვაჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა. რაც შეეხება იმას, რომ ბოიკოტი ამომრჩეველს არ მოსწონს, ვის მოსწონს ბოიკოტი, ვის უნდა ერთპარტიული კომუნისტური პარლამენტი საქართველოში? ბოიკოტის არ მოწონება არ ნიშნავს, ბოიკოტის გზის უარყოფას. არ მოსწონს ბევრს ბოიკოტი იმის გამო, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ცხოვრებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრის ადგილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა სხვა გამოსავალი არ არის, ოპოზიციამ არ მიმართოს ამ გზას და არ მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები. ის, რომ დღეს რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს ნახევარი და თანაბარი განწყობილებაა მომხრეებსა და მოწინააღდმეგეებს შორის, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის პოლარიზიება, პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის განმუხტვის სხვა გზა არ გამოუგონებია დემოკრატიულ ქვეყანაში არავის, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა.

ამიტომ, ამ კვლევამ კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი პოზიციები, რომ ბრძოლის ამ ფორმის გარეშე ძალაუფლების უზურპაციის დაძლევა შეუძლებელია.

89 პროცენტს პატრიარქი, 65 პროცენტს გახარია, ხოლო 54 პროცენტის კი, კალაძე მოსწონს: IRI-ის კვლევა

რაც შეეხება გახარიას რეიტინგს, გიორგი გახარიას რეიტინგი არის “ქართული ოცნების” რეიტინგთან ერთად. ეს კვლევა ჩატარდა მანამ, სანამ გიორგი გახარია გადადგებოდა. ბუნებრივია გიორგი გახარია „ქართული ოცნების” გარეშე სხვა რეიტინგებს დადებს. მას რეიტინგი არ გააჩნია, მას ზურგს უმაგრებდა ივანიშვილისა და „ოცნების” შემორჩენილი რეიტინგი. ამა თუ იმ პოლიტიკოსის ნამდვილი რეიტინგი გაირკვევა, როცა იქნება ამ მოვლენების შემდეგ ჩატარებული ახალი კვლევა”,- განაცხადა გოცირიძემ.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”