LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ის კვლევა დღეს რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ: სალომე სამადაშვილი

53
სალომე სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, რეალობას არ ასახავს. აღნიშნული განცხადება მან “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.

სამადაშვილის თქმით, კვლევების დასრულების შემდეგ ქვეყანაში “ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა”.

„ამას კვლევაც არ სჭირდება, რადგან ვხედავთ ჩვენს გარშემო, რომ საზოგადოება პოლარიზებულად არის გაყოფილი. ნახევარს მიაჩნია, რომ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, შესაძლოა ნახევარს მიაჩნია, რომ არ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. როდესაც ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ეს გამოკვლევა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, ჩემი აზრით, დღეს, რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ. ანუ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა და ეს კვლევა დასრულდა 26 თებერვალს. ჩემი აზრით, დღეს, რომ ჩაატარო კვლევა, საბოლოო ჯამში, ვვარაუდობ, საერთოდ განსხვავებულ სურათს მიიღებთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები