LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI – გამოკითხულთა 83%-ის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხე რუსეთია

104
xv5xfmxfwlze8cq

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% სრულად ან მეტნაკლებად დადებითად აფასებს თუ როგორ უმკლავდება ამჟამინდელი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობებს, 26% – სრულად ან მეტნაკლებად უარყოფითად.

კერძოდ, რესპოდენტების 17% ამბობს, რომ ძალიან პოზიტიურად აფასებს თუ როგორ უმკლავდება ამჟამინდელი მთავრობა რუსეთთან უერთიერთობებს, 42% აღნიშნულს მეტნკალებად პოზიტიურად აფასებს, 18% – მეტნაკლებად ნეგატიურად, 8% კი ძალიან ნეგატიურად. 15%-ს კითხვაზე ამბობს, რომ არ იცი/არ პასუხობს.

კითხვაზე – “საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში?” – 12% ამბობს, რომ სრულად დაცულად, 41% თავს უფრო დაცულად გრძნობს, ვიდრე დაუცველად, 32% ამბობს, რომ უფრო მეტად დაუცველად გრძნობს თავს, ვიდრე დაცულად, ხოლო 10% თავს ძალიან დაუცველად გრძნობს. 5% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის.

ამასთან, IRI-ს თანახმად, გამოკითხულთა 74% სრულად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, 19% – მეტნაკლებად, 2% აღნიშნულს მეტნაკლებად ეწინააღმდეგება, სრულად წინააღმდეგი კი 3%-ია.

გამოკითხულთა 83%-ის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. 5% თურქეთს ასახელებს, 4% – აშშ-ს, 2% კი ჩინეთს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები