„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ძირითადად წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.
IRI-ის ანგარიშში დღეს ჟურნალისტებს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრინმა გააცნო:
შიდა პოლიტიკური დაძაბულობისა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული მუდმივი ზეწოლის გათვალისწინებით, მისასალმებელი იყო ქართველების მონაწილეობა ამ არჩევნებში როგორც ამომრჩევლებად, ასევე კანდიდატებად, პარტიების წარმომადგენლებად და საარჩევნო მოხელეებად. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი მიდგომა და ჩართულობა შენარჩუნდება მომდევნო კვირებშიც.
მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერი იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ არჩევნებისთვის, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არჩევნების სრული პროცესი ჩაითვალოს წარმატებულად. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებში ამომრჩევლები და პოლიტიკური ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას მშვიდად და გაწონასწორებულად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გათვალისწინებით.
მისივე თქმთ, არჩევნების პერიოდში გამოჩნდა ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს.
8 ოქტომბერი პროცესის დასასრული არ არის, ეს არის დასაწყისი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პერიოდში პოლიტიკური სპექტრი იქნება მშვიდი. IRI-ს სადამკვირვებლო მისია მეორე ტურებსაც დააკვირდება.
ჩვენ მოვისმინეთ, რომ იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. კონკრეტული ერთი პარტია ცესკოს გავლენის ქვეშ მოქცევას შეეცადა. პარტიები თავიანთ უფლებამოსილებებს ამეტებდნენ და გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლების ნებაზე. ამ დრომდე არ იცის ამომრჩეველმა ვინ გადალახა ბარიერი, გაიწელა პროცესი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა გამართული არჩევნები.