მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტომ 2 კვირაში 20-ზე მეტი განაცხადი მიიღო.
„დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 20-ზე მეტი განაცხადია შემოსული მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. საკითხი ეხება, როგორც ფიზიკურ ვაჭრობას, ასევე ონლაინ ვაჭრობის შემთხვევებს. ძირითადად კი, პრეტენზიებია საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარების მიმართულებით. მომართვიანობის სტატისტიკას თვის ბოლოს გამოვაქვეყნებთ. საკითხების შემოსვლიდან ერთ თვიანი ვადა გვაქვს, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ კონკურენციის სააგენტოში ერთ დღეში სამი განაცხადი შევიდა
მოქმედებს ცხელი ხაზი, ასევე, არის სპეციალური ელექტრონული მისამართი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართვის გაკეთება.
აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და დაინტერესებულ მხარეებთან, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მომხმარებელთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული და მეორე მხრივ, ბიზნესი მაქსიმალურად მომზადებული იყოს“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.
პირველი ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლების საჩივრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო განიხილავს.