LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირემი და ქართული ტიხრული მინანქარი- „ბორჯომი“ საახალწლო შეფუთვით გამოვიდა

657

„ბორჯომი“ საახალწლო შეფუთვით  უკვე თაროებზეა. კომპანიამ ახალი შეფუთვის დიზაინზე ინსპირაციად ქართული ტიხრული მინანქრის თემა გამოიყენა, რომელიც არის სუფთა ქართული, ტრადიციული და თან ძალიან თანამედროვე.

აღსანიშნავია, რომ „ბორჯომის“ განუყოფელი სიმბოლო ირემი განახლებულ შეფუთვაზეც გამორჩეულ ადგილს იკავებს. „ბორჯომის“ საახალწლო ხაზი საქართველოში ხელმისაწვდომია სამი სახის შეფუთვით: ალუმინის ქილა 0.33ლ; პეტ-შეფუთვა 0.5; 1ლ-იანი შეფუთვა.

საახალწლო შეფუთვასთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

”წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის გაჯერებულია უამრავი სასიამოვნო მოულოდნელობით, რაც ჩვენს დადებით განწყობაზე აისახება. სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის საახალწლოდ მორთული ქუჩები, ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, კაშკაშა ილუმინაცია, თუ ლამაზად შეფუთული საჩუქარი. საზეიმო განწყობის მოტანა შეუძლია თაროზე საახალწლო შეფუთვით შემოსილ მინერალურ წყალსაც კი. სწორედ ამ განზრახვით, წინასაახალწლო პერიოდში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული მინერალური წყალი  „ბორჯომი“ სპეციალური,  სადღესასწაულო შეფუთვით წარსდგება მომხმარებლის წინაშე” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„როცა ვფიქრობდით შეფუთვის დიზაინზე ინსპირაციად ქართული ტიხრული მინანქრის თემა გამოვიყენეთ, რომელიც არის სუფთა ქართული, ტრადიციული და თან ძალიან თანამედროვე და მოთხოვნადი. ამ ნაკეთობების თითოეულ დეტალში  განსაკუთრებული მონდომება, სიფაქიზე და დიდი სიყვარული გამოსჭვივის. ჩვენი ახალი შეფუთვაც დიდი მონდომებით შევარჩიეთ თქვენთვის. ეს დიზაინი  ნამდვილად გაგრძნობინებთ ახალი წლის მოახლოებას, ხოლო  „ბორჯომის“ ვულკანური ძალით სავსე თითოეული ბოთლი და ქილა გაგიხანგძლივებთ მხიარულებას და ამაღლებულ სადღესასწაულო განწყობას“ – აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის დირექტორი, დავით გელაშვილი.

კომპანიის ინფორმაციითვე, მრავალფეროვნება, საახალწლო მოტივები და „ბორჯომის“ განუყოფელი სიმბოლო ირემი განსაკუთრებით გამოარჩევს ბრენდს  თაროზე, პირველივე წამიდან იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას და გვამზადებს მხიარულებისთვის.

”მხიარულების მიზეზი ულევია, სწორედ ეს მიზეზები შევკრიბეთ თქვენთვის და მოგიმზადეთ სპეციალური „ბორჯომის“ კალენდარი, სადაც ყოველ დღეს დღესასწაულის მოწყობის მიზეზებია მითითებული. ახალი წელი ხომ წელიწადში მხოლოდ ერთხელაა, ჩვენ კი მხიარულებისთვის და მეგობრებთან ერთად დროს გატარებისთვის უფრო მეტი მიზეზი გვჭირდება. ჩვენი ვებ-გვერდის ბმულს www.calendar.borjomi.com „ბორჯომის“ ყველა შეფუთვაზე იხილავთ. კალენდარი ასევე, ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის სახით როგორც Google Play ასევე App Store-დან.

„ბორჯომის“ საახალწლო ხაზი საქართველოში ხელმისაწვდომია სამი სახის შეფუთვით: ალუმინის ქილა 0.33ლ; პეტ-შეფუთვა 0.5; 1ლ-იანი შეფუთვა”,- ნათქვამია ”ბორჯომის” განცხადებაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები