თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, „ტავ ჯორჯია“, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან -„Mahan Air”, „ATA Airlines” და „Qeshm Airlines”-თან.
როგორც “ავტორადიო” “ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, ავიაკომპანია „ATA Airlines” ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს, ხოლო „Mahan Air” და „Qeshm Airlines” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სავარაუდოდ მარტის თვიდან შეასრულებენ.
15 თებერვლიდან ირანთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა, რამაც ირანულ ავიაკომანიებს ქართულ ბაზარზე დაბრუნების სტიმული მისცა.