LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა

147

ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 407-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების რიცხვი 7000-ს აჭარბებს. როგორც BBC იუწყება, ეს მიწისძვრა წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდა. სტიქიამ ყველაზე ბევრი ადამიანი ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სარპოლ-ე-ზაჰაბში იმსხვერპლა. ერაყისა და ირანის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა წუხელ მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები