LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: ცოტა გაბრაზებული ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“ – ვინ არის ვაშაძე? რა გაუკეთებია? „ხაბე“ დარბის, ქვაც მოხვდა – „ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ

166
fot (1)

ვინ არის ვაშაძე? რატომ ჩაგრავენ „ხაბეს“? ფაქტია, მცდელობა აქვთ, რომ ვაშაძე გაიყვანონ გაერთიანებული რადიკალების ლიდერად. „ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი იჩაგრება.

„არ აქვს მნიშვნელობა, მას „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაარქმევ, „ევროპესიმისტს“, „ევროოპტიმისტს“ თუ ასე შემდეგ, ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ცოტა გაბრაზებულიც ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“, კაცი არის ლიდერად დანიშნული, ვაშაძე რომ გამოჰყავთ პრემიერობის კანდიდატად, ვინ არის ვაშაძე? რა გაუკეთებია ან ოპოზიციური ერთობისთვის? ან ქვეყნისთვის? ჩემი „ხაბე“ დარბის კიდეც, ქვაც მოხვდა, მცდელობა აქვს, ომობს, იბრძვის თავისი მსოფლმხედველობით. სჯერა, სწამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც სათავეში უნდა იყოს. ვინ არის ვაშაძე? რატომ ჩაგრავენ „ხაბეს“? ფაქტია, მცდელობა აქვთ, რომ ვაშაძე გაიყვანონ გაერთიანებული რადიკალების ლიდერად. „ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“, – მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები