LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი წავიდა, ირაკლი მოვიდა: ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

9

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდს ამიერიდან ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს, მის შტაბში კი მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ.

ცირეკიძემ ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ირაკლი უზნაძე შეცვალა. უზნაძის ხელმძღვანელობით გუნდმა რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი გახდა, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ძიუდოისტთა წარუმატებელი შედეგების გამო მწვრთნელის ცვლილების საჭიროებაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მთავარ ნაკრებში 2012 წელსაც მუშაობდა, ბოლოს კი მინდია ბოდაველთან ერთად, ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები