LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შოთაძე გენპროკურორობის შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს – საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატთა ოთხეული

246
96

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დაასახელა. საბჭომ შოთაძესთან ერთად პირველ ეტაპზე კიდევ სამი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩია. ყველაზე მეტი ხმა ირაკლი შოთაძემ მიიღო. მას 12 წევრიდან 10-მა მხარი დაუჭირა.

შოთაძესთან ერთად კენჭისყრის შემდეგ, საბჭოს წევრებმა კანდიდატებად – ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია და სოფიო შენგელია დაასახელეს, სულ 4 კანდიდატი. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო.

რაც შეეხება საბოლოო პროცესს, დადგენილების მიხედვით, შერჩევის ბოლო ეტაპი, ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება, სადაც შეირჩევა ერთი კანდიდატი. საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოს გაუგზავნიან.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები