LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შიოლაშვილი: მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

260
5005-25

,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა, სადაც პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა.

,,მემგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში, როგორც მან ვერ დამარწმუნა, ამ კანონპროექტს რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი. ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ივანიშვილი ყველა იმ დეპუტატთან მუშაობს, ვინც შესაძლოა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.

შიოლაშვილი ამბობს, რომ უჭირს პროგნოზის გაკეთება, რა შედეგი დადგება ხვალინდელ კენჭისყრაზე.მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს მხარს არ დაუჭერს.

პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. მაჟორიტარები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.

პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლოს შესახებ საკონატიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში საზოგადოებრივი მოძრაობა “სირცხვილია” პერმანენტულ აქციებს აანონსებს. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შეასრულოს საკუთარი დაპირება და გააუქმოს მაჟოროტარული საარჩევნო სისტემა.

#სირცხვილიას აქციის ორგანიზატორები პარლამენტთან ხვალ, პლენარული სხდომის პარალელურადაც შეიკრიბებიან. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერების თქმით, თუ ხვალიმდელ სხდომაზე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

ამ დრომდე უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს ერთმხმად უჭერდა. დღეს კი კენჭისყრა ჩავარდა. გადავა თუ არა ქვეყანა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხვალ გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები