LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

67
პარლამენტარებ

პარლამენტმა სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

“ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს, სადაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს.

ამასთან, სალომე მუჯირი “გირჩის” სიით გასული პარლამენტარი იყო. „გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა, ხოლო პარლამენტის მოქმედმა წევრმა სალომე მუჯირმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება დაწერა იმ მიზნით, რომ პარლამენტის წევრი „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდეს.