LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც – ალბათ შსს შესაბამის ზომებს იღებს, რომ ინციდენტი განმუხტოს

56
ირაკლი ქადაგიშვილი

„ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილი ქუთაისში საქართველოს ბანკში მიმდინარე სპეცოპერაციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და თქვა, რომ ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო  შესაბამის ზომებს იღებს იმისთვის, რომ პირველ რიგში, ეს ინციდენტი განმუხტოს.

მისივე თქმით, ორი მსგავსი შემთხვევიდან, რომელიც ქვეყანაში უკვე მოხდა, ერთ შემთხვევაში შსს-მ დანაშაული აღკვეთა, ხოლო რაც შეეხება ბადრი ესებუას, რომელმაც ძარცვისას, მოთხოვნის შესაბამისად, ნახევარი მილიონი მიიღო, იძებნება.

„არის მძარცველი, რომელსაც როგორც ჩვენ გავიგეთ, მძევლები ჰყავს აყვანილი. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ორი შემთხვევა იყო საკმაოდ ისეთი – გახმაურებული, ერთი ეს იყო ესებუა, რომელიც დღესაც იძებნება და მეორე იყო ყვარელში, სადაც დამნაშავე დაკავებული იყო, თვითონ ბანკშივე იყო ეს ოპერაცია და იმედი ვიქონიოთ, რომ აქაც მშვიდობიანად დასრულდება და დამნაშავე დაკავებული იქნება.

ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ალბათ შესაბამის ზომებს იღებს იმისთვის, რომ პირველ რიგში, ეს ინციდენტი განმუხტოს.“– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, საქართველოს ბანკში მძარცველი დილით შეიჭრა. მას მძევლად 12 მოქალაქე ჰყავს აყვანილი.

„ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ, 3 საათში ფისო“ – რა მოთხოვნებზე საუბრობს საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი

„ბომბები აქვს დადებული, როგორც კი კარი გაიღება, აფეთქდება“ – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონი დოლარის გარდა, ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს