LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

303
image-750x-5d3c9e9e55c5d

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობაში დარჩება. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა შეუფარდა. ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად რამდენიმე დღის წინ ახალი ბრალი ზურაბ ადეიშვილსაც წაუყენეს. ორივე ბრალდებულს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინებათ

ოქრუაშვილმა, შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ყოფილი გენერალური პროკურორის, ადეიშვილის წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა: სხდომა 9 იანვარს გაიმართება. ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასმართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

“სიმაღლეში 191 სმ ვარ, ციხის საწოლი ივანიშვილის ზომისაა – 157 სმ ” – ოქრუაშვილი საკანში საწოლის ზომის გაზრდას ითხოვს