LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

118
##

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 2004 წლის 24 ნოემბერს, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავება. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები