თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “ფეისბუქზე” საინტერესო შეთავაზებას აკეთებს.
ის 10 ვარდს და ამდენივე კოცნას ჰპირდება ქალს, რომელიც მატროსოვთან შარლ აზნავურის La Boheme -ს მოასმენინებს.
ასევე ამბობს, რომ ადმინისტრაციულ ჯარიმას ამის გამო, თავად გადაიხდის.
ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
თუ ამ “გმირობას” მამაკაცი ჩაიდენს, ოქრუაშვილი მისთვის “სუფრას იკისრებს”.
“ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი , რომელიც მატროსოვის ციხის კედელთან ცენტრალურ შესასვლელამდე არმისული ასი მეტრით შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ. ადმინისტრაციულ ჯარიმას მე ვიხდი. მამაკაცებისთვის სუფრას ვკისრულობ.
P.S. მოსმენა შემეძლება კვირას 10.30-11.30 ; ორშაბათს 14.30-15.30; სამშაბათს 11.30-12.30,” – წერს ოქრუაშვილი.
მოისმინეთ სიმღერა, რომლის მოსმენა ირაკლი ოქრუაშვილს მატროსოვის ციხეში სურს:
შეგახსენებთ, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.
სწორედ ამის შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ რუსთავი 2 სინამდვილეში მისია. ამ განცხადებიდან ორიოდ კვირაში ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.