LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მამალაძე თბილისში დაბრუნდა და სასამართლო დავას იწყებს

77

ირაკლი მამალაძე თბილისში დაბრუნდა. მან ჩამოსვლისას აეროპორტში ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ირაკლი ფირცხალავასთან და ტელეკომპანია რუსთავი 2-თან სამოქალაქო დავას აპირებს.

როგორც მამალაძე განმარტავს, ტელეკომპანიას ცილისწამების გამო უნდა უჩივლოს. სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს, მას შემდეგ, რაც იურისტებთან კონსულტაციას გაივლის.

მამალაძის განცხადებით, ის საქართველოდან წასვლას აღარ აპირებს.

ირაკლი მამალაძის შესახებ სიუჟეტი რუსთავი2-ზე 24 ივნისს გავიდა, თავად მამალაძემ კი ქვეყანა მეორე დღეს კვირას დატოვა.

სკანდალური საქმის მთავარი მოწმის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია, მთავარმა პროკურორმაც დაადასტურა.

25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დეკანოზის საქმის მთავარ მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

წყარო: imedinews.ge