LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მაისურაძე: „წლების ნაგროვები პრობლემების პროვოცირება კოვიდმაც გამოიწვია და გადატანილ ინსულტს, გარკვეულწილად, ამას ვაბრალებ…“

225
ირაკლი მთავარზე

საზოგადოებისთვის მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ ჟურნალისტს, საინფორმაციო გადაცემების წამყვანს, ირაკლი მაისურაძეს ინსულტი ჰქონდა, რაც მისმა დასვენების გარეშე მუშაობამ გამოიწვია.

ახლა ირაკლი თავს გრძნობს და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ დასმულ კითხვებზე ჟურნალ „თბილისელებს“ პასუხობს:

„ეს ერთი და ორი წლის შედეგი არ არის. ათწლეულები უნდა გრძელდებოდეს ამ რეჟიმში შრომა, რომ ეს ჯანმრთელობაზე აისახოს და კი, მე ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები შემექმნა, საკმაოდ შეუძლოდ ვიყავი. წლების ნაგროვები პრობლემების პროვოცირება კოვიდმაც გამოიწვია და გადატანილ ინსულტს, გარკვეულწილად, ამას ვაბრალებ…

ძნელია ბევრი რამის შეცვლა, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, მაგრამ ფეხის ფეხზე გადადებაც ძალიან ძნელია. შეიძლება, ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევამაც შეგიქმნას ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური პრობლემები. მე მიჩვეული ვარ ასე ცხოვრებას და მომწონს კიდეც, მაგრამ ჩვენ განვითარებისკენ მივდივართ და ადამიანები ისწავლიან იმას, რომ არ არის საჭირო, მუშაობით თავი მოიკლა და ეს მიდგომა აუცილებლად შეიცვლება…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები