LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

119
ბარსელონა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ბარსელონაში კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც კონკურენციის და ანტიმონოპოლიური 100-ზე მეტი უწყების პირველი პირი ესწრება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები შემდეგ საკითხებს მიმოიხილავენ: კონკურენციის პოლიტიკის ადვოკატირება და მდგრადობის გაძლიერება, სექტორულ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა და გამოწვევები, ICN-ის პრაქტიკა, მიღებული შედეგები და უახლესი ტენდენციები, კონკურენციის უწყებების საქმიანობა, შესაძლებლობები და რისკფაქტორები. ასევე, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, ეფექტიანი მართვის მექანიზმები და ზეგავლენის შეფასების მეთოდები.  ანტიკარტელური აღსრულება ციფრულ ეპოქაში, კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები, სასამართლოს როლი და ჩართულობა კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესებში და ა.შ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ დონეზე მიმდინარეობს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის და საერთაშორისო ორგანიზაციების, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრები. ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ხორვატიის კონკურენციის უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდება.