LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსზე – „რჩევები მომცა…“

385

ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან მუშაობის შესახებ „იმედის დღესთან“ საუბრობს. ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. როგორც იცით, ირაკლი აშშ-ში ცხოვრობს და იქ სამსახიობო კარიერის მოწყობას ცდილობს, რაც გამოსდის კიდევაც,

ირაკლი კვირიკაძე:

ვთამაშობ ახალგაზრდა წარმატებულ ფოტოგრაფს, კარიერისტსა და საკუთარ თავზე შეყვარებული ტიპს, გარშემო ადამიანებს არაფრად აგდებს. ფილმი არის მის გამოსწორებაზე. მე მთავარ როლში ვარ. მე და ენტონი ჰოპკინსი ერთ სცენაში ვარ. როლზე დამტკიცებიდან ორ დღეში მქონდა მასთან სცენა. ძალიან კარგ ურთიერთობაში შევედით ერთმანეთთან. რჩევები მომცა და მომიყვა, ადრე „ზოროს“ გადაღებების დროს, ანტონიო ბანდერასს როგორ დაეხმარა რჩევებით. მე ვუთხარი, რომ მგონი, ბოლომდე არ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყოო და სწორედ ამასთან დაკავშირებით ახსენა ანტონიო ბანდერასი, რომელმაც უთხრა, რომ ზოროს ვერ ასრულებდა და ალბათ, ჰოპკინსმა რაღაც გაკვეთილები მისცა… ენტონი ჰოპკინსისგან ის ვისწავლე, რომ არაფერს ძალა არ უნდა დაატანო, თავად ძალიან თავისუფალია და არაფერს ზედმეტს არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები