LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი ხომ არ აქვს ადგილი მკვლელობას – ირაკლი სესიაშვილი

59
sesiashvili-1-800x500_c

ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებული შემთხვევა ძალიან მძიმეა და აჩენს ეჭვს, ხომ არ აქვს ადგილი სუიციდამდე მიყვანის ან მკვლელობის ფაქტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

„ყველა სამსახური ჩართულია, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება და შემდეგ ჩატარდეს ექსპერტიზა. ბუნებრივია, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება დაიწყება,“ – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები