LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კვარაცხელიას საკითხზე დიალოგის დაწყებამდე გამოძიება უნდა დასრულდეს – კარასინი

107
1554307095-1024112874

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.

„გამოძიება დასრულებული არ არის. როგორც ვიცი, ის არც საქართველოში დასრულებულა. ჩვენი პოზიცია ასეთია – ამ თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს.

ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ტრაგიკული საქმე. თან გვქონდა საგამოძიებო პროცესის მონაცემები. 25-ში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა იქნება და იქ ამ თემაზე დიალოგი გაგრძელდება“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები