პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
კოვზანაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად გადაეცა.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტიდან წასვლას აპირებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი – დავით სერგეენკო.
„მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან” – ვლადიმერ ჩაჩიბაია